NBL Pregna Formula

წარმატებული ფორმულა ჯანსაღი ორსულობისთვის!

NBL Pregna Formula შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც აუცილებელია ორსულობის დაგეგმვისას, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ყოველდღიური მოთხოვნილების ოპტიმალური შესრულებისთვის.

გამოშვების ფორმა: N 30 ტაბლეტი

ძირითადი კომპონენტები:

  • რკინა – ხელს უწყობს ორსულის ორგანიზმში ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებას, გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის, ასევე მონაწილეობს ნაყოფის ფორმირებაში.
  • ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობს ნაყოფის ნერვული მილის ფორმირებაში – ადამიანის ნერვული სისტემის პირველადი ფორმა, მათ შორის ზურგის და ტვინის.
  • იოდი – აუცილებელია დედასა და ნაყოფში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებისთვის, რომლებიც არეგულირებენ ტვინისა და ნერვული სისტემის ინტრაუტერიულ განვითარებას.
  • ვიტამინი B12 – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოვულაციის პროცესში, ამიტომ აუცილებელია ორსულობის დასაწყებად, ასევე მონაწილეობს ნაყოფის ნერვული მილის ფორმირებაში.
  • ვიტამინი D3 – ორსულობის დროს D ვიტამინის დანამატების მიღება ზრდის დედის ორგანიზმში D ვიტამინის კონცენტრაციას, რაც ამცირებს ნაადრევი დაბადებისა და დაბალი წონის რისკს.
  • მინერალები – ნაყოფის ზრდა-განვითარება მოითხოვს ყველა დიეტური საკვები ნივთიერების, მიკროელემენტების და ვიტამინების ადეკვატურ მიწოდებას.

დოზირება: მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია ჭამის დროს.

ეს პროდუქტი არის საკვები დანამატი

კატეგორია: