NBL სავაჭრო ნიშანზე ლიცენზიის მფლობელი არის RCT “NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.”

დეტალურად

კომპანია NOBEL დაარსდა 1964 წელს. დღეისათვის NOBEL არის საერთაშორისო კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სტამბულში და ასევე აქვს ოფიციალური წარმომადგენლობები მსოფლიოს 21 ქვეყანაში. კომპანია NOBEL-ს აქვს მედიკამენტების წარმოების, პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის სრული ციკლი – მედიკამენტები და დიეტური დანამატები.

 

NOBEL İLAÇ-ის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე 15 წელია მოქმედებს ქვეყანაში და ამ პერიოდის განმავლობაში ხელს უწყობდა მისი პროდუქციის, როგორც ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების პოზიციის გამყარებას. NOBEL-ის საქმიანობა ეფუძნება მუშაობის ეთიკურ მიდგომას, წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს, კვლევის ინფორმაციის სანდოობას, ასევე სამკურნალო საშუალებების პოპულარიზაციის მიმართ შემოქმედებით მიდგომას.

ჩვენი მისიაა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ყველა აქტივობა ხორციელდება იმ შეგნებით, რომ “ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა!”

ჩვენი ხედვაა მივაწოდოთ ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი პროდუქტები მთელს მსოფლიოში.

 

NBL არის დიეტური დანამატების პოპულარული ბრენდი. NBL ხაზი ხასიათდება მაღალი ხარისხის, საიმედო და ეფექტური პროდუქტებით, დამზადებულია დიეტური დანამატების სფეროში უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, გამოცდილი და დამტკიცებული კლინიკურ კვლევებში. NBL ბრენდის პროდუქტები ამჟამად წარმოდგენილია ორი ხაზით: NBL Probiotic, NBL Formula, აგრეთვე NBL Fish Oil-ით. დღესდღეობით, როდესაც პრევენციული მედიცინის მნიშვნელობა იზრდება, NBL პროდუქტების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ შესაბამისი ფორმა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა საჭიროებების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. NBL პროდუქტები ეფექტური და უსაფრთხო დიეტური დანამატებია და აუმჯობესებს ოჯახის ყველა წევრის ცხოვრების ხარისხს!